საფრანგეთი, 1977 წელი. რობერტ პიუჟოლი ქოლგების მწარმოებელი ქარხნის მმართველია. ის ცოლს - სიუზანას ღალატობს და ვერადავერ ახშობს მომსახურე პერსონალის გაფიცვას. საბოლოოდ სამსახურებრივ გარჩევებს მისტერ პიუჟოლი საავადმყოფომდე მიყავს, დირექტორის სავარძელს კი, დროებით მადამ დიუჟოლი ირგებს. გულუბრყვილო დიასახლისი არც ისე უბრალო აღმოჩნდება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის წარმატებით ართმევს თავს ქარხნის მმართველობას.
↧