ორი არაპოპულარული თინეიჯერი გერი და უაიატი ამაოდ ცდილობენ, თავიანთი თანატოლების წრეში მოხვდნენ. სასოწარქვეთილები კომპუტერის მეშვეობით ქალს "შექმნიან". მათი ქმნილება ცოცხალი და თვალისმომჭრელი სილამაზის ქალია, სახელად ლიზა, რომლის დანიშნულებაა აამაღლოს გერისა და უაიატის თავდაჯერებულობა იმ სიტუაციებში, სადაც მათ მამაკაცურად მოქცევა მოეთხოვებათ.
↧